ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

გენეტიკოსი დოდო აგლაძე ცისტური ფიბროზის მედიკამენტის შესყიდვაზე: დღეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა, ეს არის სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ძალიან დიდი გამარჯვება

გენეტიკოსი დოდო აგლაძე ცისტური ფიბროზის მედიკამენტის შესყიდვაზე: დღეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა, ეს არის სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ძალიან დიდი გამარჯვება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დღეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა, ეს არის სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ძალიან დიდი გამარჯვება. „ტრიკაპტა“ განეკუთვნება ახალი თაობის პრეპარატებს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დღეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა, ეს არის სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ძალიან დიდი გამარჯვება. „ტრიკაპტა“ განეკუთვნება ახალი თაობის პრეპარატებს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების…

დღეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა, ეს არის სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ძალიან დიდი გამარჯვება. „ტრიკაპტა“ განეკუთვნება ახალი თაობის პრეპარატებს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობას, ისე - მის ხარისხს. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ნაბიჯი, რომელიც ნამდვილად ძალიან ბევრ პოზიტიურ შედეგს მოუტანს ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობას, - ასე შეაფასა დაავადებების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელმა, ექიმმა - გენეტიკოსმა დოდო აგლაძემ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უწყება ინოვაციური მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის.

პრეპარატი განკუთვნილია 2 წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება აშშ-ის (FDA) და ევროპის (EMA) წამლის მარეგულირებელი უწყებების მიერ დამტკიცებულ ჩვენებებს. საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზით, დაახლოებით, 110 პაციენტია რეგისტრირებული. მათგან, შესაბამისი გენეტიკური მუტაცია, დაახლოებით, 60 პაციენტს აქვს.

„მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებში, ლორწოს გათხიერება არ ხდება და გროვდება ყველგან, სადაც ლორწოვანი გარსია. ეს ძალიან აზიანებს სასუნთქ სისტემას. პაციენტებს, ვინც მკურნალობას ვერ იღებს, აქვთ სუნთქვის უკმარისობა, რესპირაციული სისტემის გამწვავებული მდგომარეობა, ხშირად ავადობენ. „ტრიკაპტა“ უზრუნველყოფს რომ ეს სიმპტომატიკა არ გამოვლინდეს და რაც შეიძლება შემცირდეს ავადობა“ - განაცხადა დოდო აგლაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს