ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედების გამოყენებისთვის საკანონმდებლო ბაზის მომზადებას ითვალისწინებს

საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედების გამოყენებისთვის საკანონმდებლო ბაზის მომზადებას ითვალისწინებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საგზაო უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საუბარია ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედების გამოყენების მნიშვნელობაზე. სტრატეგიის თანახმად , იგეგმება ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედების გამოყენებისთვის საკანონმდებლო ბაზის მომ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საგზაო უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საუბარია ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედების გამოყენების მნიშვნელობაზე. სტრატეგიის თანახმად , იგეგმება ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედების გამოყენებისთვის საკანონმდებლო ბაზის მომ…

საგზაო უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საუბარია ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედების გამოყენების მნიშვნელობაზე.

სტრატეგიის თანახმად, იგეგმება ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედების გამოყენებისთვის საკანონმდებლო ბაზის მომზადება.

„თანამედროვე საგზაო უსაფრთხოების კონტექსტში უსაფრთხოების ღვედების გამოყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შედეგად სიკვდილიანობისა და მძიმე ტრავმების თავიდან აცილების ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად მიიჩნევა.

ამასთან, კვლევების მიხედვით, უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრების მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც თავად აღნიშნული მგზავრების, ისე წინა სავარძელზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაში (Bose et al., 2013). ამდენად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ავტომობილის უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედების გამოყენების სავალდებულო წესის დამკვიდრება და მისი შესაბამისი რეგულირება. აქვე, საზოგადოებაში უსაფრთხოების ღვედების გამოყენების მაღალი დონის კულტურისა და გამოყენების მდგრადი მაჩვენებლის მისაღწევად აუცილებელია სახელმწიფოს მიერ კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა.

ამდენად, იგეგმება ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სათანადო ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება და ეფექტური აღსრულების მექანიზმის უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, მიზანმიმართული სოციალური კამპანიებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების პრაქტიკულად განხორციელება, რაც განაპირობებს მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას“, – აღნიშნულია საგზაო უსაფრთხოების 2026-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს