ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 9

ლევან მოსეშვილი: AMD Sigma ვაზიანის ახალი აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შეიმუშავებს

ლევან მოსეშვილი: AMD Sigma ვაზიანის ახალი აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შეიმუშავებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისათვის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია AMD Sigma პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე მუშაობს. როგორც „საქართველ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისათვის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია AMD Sigma პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე მუშაობს. როგორც „საქართველ…

ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისათვის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია AMD Sigma პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე მუშაობს.

როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი აცხადებს, კომპანიის წარმომადგენლებმა ვაზიანის აეროდრომზე პირველი საველე ვიზიტი უკვე განახორციელეს, შეისწავლეს ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორია და ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას გაეცნენ.

„დღეს კომპანიის წარმომადგენლები პირველად იყვნენ საველე გასვლაზე ვაზიანის აეროდრომზე. ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორია შეისწავლეს და გაეცნენ არსებულ მდგომარეობას. AMD Sigma-ს წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, ასევე კერძო სექტორისა და ავიაციის სფეროს წარმომადგენლებთან, რათა მათ მიერ შესამუშავებელი დოკუმენტი იყოს სრულყოფილი.

ეს დოკუმენტი ერთ-ერთი ძირეული და მთავარი იქნება ახალი აეროპორტის განვითარებისათვის, რათა ვაზიანის აეროპორტი რეგიონში მნიშვნელოვან საერთაშორისო ჰაბად ჩამოყალიბდეს“, - აცხადებს ლევან მოსეშვილი.

მისივე თქმით, AMD Sigma-ს ექსპერტები პროექტთან დაკავშირებულ ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავენ, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ავიაციის სფეროს წარმომადგენლებთან.

შეხვედრებისა და საველე ვიზიტის მიზანია არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების დეტალური შეფასება და დაინტერესებული მხარეების ხედვების გათვალისწინებით ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოპტიმალური მოდელის განსაზღვრა.

AMD Sigma არის გერმანული, ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია აეროპორტების სტრატეგიულ განვითარებაში, დაგეგმარებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებში. კომპანია 2019 წლიდან Munich Airport International-ის შემადგენლობაშია.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს