ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 9

ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მამა: ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი

ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მამა: ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი, - წერს სოციალურ ქსელში ცისტური ფიბრო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი, - წერს სოციალურ ქსელში ცისტური ფიბრო…

ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი, - წერს სოციალურ ქსელში ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მამა, გოგა ბერიძე.

როგორც ის აღნიშნავს, ნდობაზე, პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და ადამიანურობაზე დამყარებული თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა საქვეყნო საქმის მოგვარება.

„ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი.

ნდობაზე, პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და ადამიანურობაზე დამყარებული თანამშრომლობის შედეგად მოვახერხეთ საქვეყნო საქმის მოგვარება.

უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული.

ყველა ბავშვის მშობელს ვინც არასოდეს დანებებულა, ყველა ექიმს ვინც გვერდით გვედგა, CF ასოციაციის დამფუძნებელ ნინო თედიაშვილს და რაც მთავარია მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს, რომლებმაც უდიდესი სამუშაო ჩაატარეს და ქვეყნისთვის როგორც იტყვიან საშვილიშვილო საქმე გააკეთეს.

სანამ წამლის შემოტანაზე გადაწყვეტილებას გავიგებდით მე და ნიკოს ექიმი დოდო აგლაძე ვხუმრობდით: ეს ამბავი თუ გამოვიდა შეგვიძლია მშვიდად და ამაყად წავიდეთ ამ ქვეყნიდან როცა ამის დრო მოვა თქო

მართლა, რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო მაგარი შეგრძნება, როცა იცი, რომ ათობით, ასობით (და სამომავლოდ კიდევ რამდენი დაიბადება ამ დიაგნოზით ვინ იცის) ბავშვის ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრების შექმნაში გაქვს საკუთარი და საკმაოდ დიდი კონტრიბუცია შეტანილი?

ამიტომ ვულოცავ არა მხოლოდ ბავშვებს და მშობლებს, არამედ სამინისტროს მხრიდან ჩართულ იმ ადამიანებს ვინც ამ საკითხზე მუშაობდა.

ზუსტად 2 წლის წინ, როდესაც პირველად ვისაუბრე ნიკოს დიაგნოზზე საჯაროდ, დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი რათა ჯანმრთელი ცხოვრება ჰქონოდა.

ჩვენ ეს შევძელით მამ“, - წერს ის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს