ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 6

ComCom-ის „მედიის გასაღების“ პლატფორმა უკვე 200-ზე მეტ ფილმს აერთიანებს

ComCom-ის „მედიის გასაღების“ პლატფორმა უკვე 200-ზე მეტ ფილმს აერთიანებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პლატფორმას „მედიის გასაღები“, რომელიც www.mediatsigniereba.ge -ზეა განთავსებული, 60-ზე მეტი ახალი რესურსი დაემატა და ახლა უკვე 200-ზე მეტი ფილმისა თუ ანიმაციის შესახებ საგანმანათლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პლატფორმას „მედიის გასაღები“, რომელიც www.mediatsigniereba.ge -ზეა განთავსებული, 60-ზე მეტი ახალი რესურსი დაემატა და ახლა უკვე 200-ზე მეტი ფილმისა თუ ანიმაციის შესახებ საგანმანათლ…

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პლატფორმას „მედიის გასაღები“, რომელიც www.mediatsigniereba.ge -ზეა განთავსებული, 60-ზე მეტი ახალი რესურსი დაემატა და ახლა უკვე 200-ზე მეტი ფილმისა თუ ანიმაციის შესახებ საგანმანათლებლო და სადისკუსიო მასალას აერთიანებს.

პროექტი ფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ევროკომისიის მიერ მედიაწიგნიერების განვითარებისთვის არის აღიარებული. პროექტი, მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ფილმების ანალიზითა და განხილვით უზრუნველყოფს და მათ მედია პროდუქტების გააზრებასა და მედია გზავნილების სწორად შეფასებაში ეხმარება.

პლატფორმაზე განთავსებული რესურსები პროფესიონალმა ფსიქოლოგებმა და კინომცოდნეებმა სპეციალურად „მედიის გასაღების“ პროექტისთვის შეიმუშავეს. თითოეულ ფილმს თან ახლავს მოკლე სიუჟეტი, ღირებულებითი, თემატური აქცენტები და სადისკუსიო კითხვები. აღნიშნული მასალები მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას, ყურადღება გაამახვილონ საკვანძო სცენებზე, ახალისებს ერთობლივ, არგუმენტირებულ მსჯელობას და ფილმის ყურების პროცესს ინტერაქციულსა და საინტერესოს ხდის.

ონლაინ სივრცეში თავმოყრილია ფილმები და ანიმაციები ოთხი ასაკობრივი ჯგუფისთვის, მათ შორის: 4-8 წლამდე ბავშვებისთვის, 9-11 წლამდე მოსწავლეებისთვის, ასევე, 12-14 წლამდე და 15-18 წლამდე მოზარდებისთვის.

„მედიის გასაღები“ მშობლებსა და მასწავლებლებს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად შეარჩიონ ბავშვების ასაკისთვის შესაფერისი ფილმები, გამართონ მათთან დისკუსია და ერთად განიხილონ პოზიტიური შინაარსი. სადისკუსიო კითხვები მოზარდებს ეხმარება, გაიაზრონ ფილმის მთავარი სათქმელი, გამოიტანონ სწორი დასკვნები, შეაფასონ მედია პროდუქტის არსი და ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია, რაც მათ კრიტიკულ აზროვნებას, ლოგიკურ მსჯელობასა და მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევებს განუვითარებს.

საგულისხმოა, რომ პლატფორმაზე განთავსებულია პრაქტიკული გზამკვლევი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის, რომელიც კინოჩვენების პროცესის ეფექტიანად წარმართვის დეტალურ ინსტრუქციას მოიცავს. გზამკვლევში ასევე განმარტებულია, თუ როგორ შეიძლება ფილმების ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა საგნის სწავლებისას.

„მედიის გასაღების“ პლატფორმაზე განთავსებულია პოპულარული ქართული და უცხოური ფილმებისა თუ ანიმაციების ტრეილერებიც, ამასთანავე, ვებ-გვერდზე მოკლემეტრაჟიანი ფილმები სრულადაა ხელმისაწვდომი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს