ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

შემოსავლების სამსახურში - მიკრო ბიზნესის, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

შემოსავლების სამსახურში - მიკრო ბიზნესის, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ახლადრეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებისთვის, მათ შორის მიკრო ბიზნესის, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ახლადრეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებისთვის, მათ შორის მიკრო ბიზნესის, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბ…

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ახლადრეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებისთვის, მათ შორის მიკრო ბიზნესის, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

1. მიკრო ბიზნესის, ფიქსირებული გადასახდის გადამხდელის და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები;

2. სტატუსის მინიჭება /გაუქმება;

3. საგადასახადო შეღავათები და ვალდებულებები;

3. გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათის შევსება;

5. სტატუსის შერჩევის კალკულატორი;

6. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის წესი და პირობები;

7. საგადასახადო ვალდებულებები დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებისას;

აღნიშნულ შეხვედრას 90 გადასახადის გადამხდელი ესწრებოდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია და განმარტებები მიეღოთ. მიზნობრივ ჯგუფებთან საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრების პროგრამის მიზანია გადასახადის გადამხდელებთან მუდმივ კომუნიკაცია, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს