ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 13

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ნიშურმა პროდუქტებმა, საერთაშორისო ბაზრებზე დაიმკვიდროს ადგილი

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ნიშურმა პროდუქტებმა, საერთაშორისო ბაზრებზე დაიმკვიდროს ადგილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თიანეთში მცირე ზომის რძის გადამმუშავებელი საწარმოს „მართა ბებო“ საქმიანობას გაეცნო. ქალი მეწარმის მიერ შექმნილი საწარმო ნიშურ პროდუქტებს, მათ შორის დამბალხ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თიანეთში მცირე ზომის რძის გადამმუშავებელი საწარმოს „მართა ბებო“ საქმიანობას გაეცნო. ქალი მეწარმის მიერ შექმნილი საწარმო ნიშურ პროდუქტებს, მათ შორის დამბალხ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თიანეთში მცირე ზომის რძის გადამმუშავებელი საწარმოს „მართა ბებო“ საქმიანობას გაეცნო. ქალი მეწარმის მიერ შექმნილი საწარმო ნიშურ პროდუქტებს, მათ შორის დამბალხაჭოსა და კარაქს, ამზადებს. ობიექტი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიური აღჭურვილობით არის უზრუნველყოფილი.

„ნიშური პროდუქტების განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ჩვენი მიზანია, ასეთი პროდუქტები არა მხოლოდ ადგილობრივი მოხმარების ნაწილი იყოს, არამედ განვითარდეს როგორც თანამედროვე აგრობიზნესი, შესაბამისი სტანდარტებით, შეფუთვითა და ბაზარზე სწორი პოზიციონირებით. ნიშური წარმოების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის. კონკრეტული პროდუქტი შეიძლება გახდეს კონკრეტული რეგიონის ეკონომიკური იდენტობის ნაწილი, შექმნას დამატებითი შემოსავალი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, ქართული პროდუქტის განსხვავებულობა მის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად ვაქციოთ“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

საწარმოში დანერგილია HACCP-ის სისტემა. ასევე, მოწყობილია სადეგუსტაციო ოთახი, რომელიც ტურისტებსა და ვიზიტორებს ემსახურება.

მინისტრთან ერთად საწარმოში მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური იმყოფებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს