ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 11

დავით სონღულაშვილი: დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

დავით სონღულაშვილი: დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თბილისის ეროვნულ პარკში არსებული ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრი საბადურისა და ზედაზნის ტერიტორიებზე პარკის ინფრასტრუქტურის მდგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თბილისის ეროვნულ პარკში არსებული ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრი საბადურისა და ზედაზნის ტერიტორიებზე პარკის ინფრასტრუქტურის მდგ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თბილისის ეროვნულ პარკში არსებული ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრი საბადურისა და ზედაზნის ტერიტორიებზე პარკის ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და ვიზიტორებისთვის არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო.

„თბილისის ეროვნული პარკის ახალი ინფრასტრუქტურა ვიზიტორებისთვის უფრო მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოს შექმნის. დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. დღეს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაცული ტერიტორიების ქსელშია მოქცეული, რომლის გაფართოებასთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ მის მართვასა და შესაბამის რესურსებს, რათა საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობა იყოს სათანადოდ დაცული“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

თბილისის ეროვნული პარკი მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს, ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილს მოიცავს.

თბილისის ეროვნულ პარკში დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი; მოეწყო 30-ზე მეტი ფანჩატური, გარე ბუხარი და ძელსკამები, ასევე 55 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელი შესაბამისი თანმდევი ინფრასტრუქტურით.

ვიზიტორებისთვის ასევე მოეწყო ბავშვთა გასართობი, შემეცნებითი და ეკოსაგანმანათლებლო სივრცეები, ამფითეატრი და შშმ პირებზე ადაპტირებული სველი წერტილები. პროექტის ფარგლებში მოეწყო დაახლოებით 200 ავტომობილზე გათვლილი საავტომობილო და ველოპარკინგი. პროექტის ბიუჯეტმა 7,2 მლნ ლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად თბილისის ეროვნულ პარკში მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს