ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 18

დავით სონღულაშვილი: ადგილობრივი წარმოების განვითარება რეგიონების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს

დავით სონღულაშვილი: ადგილობრივი წარმოების განვითარება რეგიონების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებსა და დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარე საქმიანობას გაეცნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებსა და დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარე საქმიანობას გაეცნ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებსა და დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარე საქმიანობას გაეცნო.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი გაეცნო მეფრინველეობის ფერმის, ერთწლოვანი კულტურების სასათბურე მეურნეობის, ბიომარწყვის, ლოკოკინისა და რძის გადამუშავების საწარმოების საქმიანობას, თბილისის ეროვნულ პარკში არსებულ ტურისტულ-რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას და ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში ვიზიტი, რადგან ადგილზე გვაქვს შესაძლებლობა, გავეცნოთ სხვადასხვა მწარმოებელს, მათ საქმიანობას, გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს. სწორედ ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ქმნის მყარ საფუძველს მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის, ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და მისი პოპულარიზაციის ზრდას.

საწარმოებთან ერთად, შესაძლებლობა გვქონდა დაგვეთვალიერებინა დაცული ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც. ამ მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა დაცულ ტერიტორიებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ვიზიტორების სათანადო მომსახურებას უზრუნველყოფს. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს უნიკალური ბუნებისა და გარემოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის გაცნობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს