ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 14

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, გამარჯვებულ ქვეყანას კონკურსის მასპინძლობა აეკრძალება, თუ ქვეყანა ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, გამარჯვებულ ქვეყანას კონკურსის მასპინძლობა აეკრძალება, თუ ქვეყანა ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპის მაუწყებელთა კავშირი ევროვიზიის კონკურსის მასპინძლობისთვის ახალ პირობებს აწესებს სიმღერის კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, გამარჯვებულ ქვეყანას კონკურსის მასპინძლობა აეკრძალება, თუ ქვეყანა ჩართულია შეიარაღებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპის მაუწყებელთა კავშირი ევროვიზიის კონკურსის მასპინძლობისთვის ახალ პირობებს აწესებს სიმღერის კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, გამარჯვებულ ქვეყანას კონკურსის მასპინძლობა აეკრძალება, თუ ქვეყანა ჩართულია შეიარაღებ…

ევროპის მაუწყებელთა კავშირი ევროვიზიის კონკურსის მასპინძლობისთვის ახალ პირობებს აწესებს

სიმღერის კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, გამარჯვებულ ქვეყანას კონკურსის მასპინძლობა აეკრძალება, თუ ქვეყანა ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში ან ისეთ „მგრძნობიარე გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება“, რომელმაც შესაძლოა, კონკურსის უსაფრთხოებაზე გავლენა მოახდინოს.

„კონკურსის წესების მიხედვით, გამარჯვებული მაუწყებელი ავტომატურად დაკარგავს კონკურსის მასპინძლობის უფლებას, თუ შეიარაღებული კონფლიქტი, მგრძნობიარე გეოპოლიტიკური ვითარება ან სხვა ნებისმიერი გარემოება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისი ქვეყნის ან უშუალო რეგიონის უსაფრთხოებაზე, დაცულობასა და სტაბილურობაზე. საჭიროების შემთხვევაში, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) შესაძლოა, გამარჯვებული ქვეყნის რეგიონის უსაფრთხოების მდგომარეობის დამოუკიდებელი შეფასების ჩატარება მოითხოვოს. შეფასების შემდეგ, EBU საკონკურსო ჯგუფთან კონსულტაციებს გაივლის, რათა განსაზღვროს, შეუძლია თუ არა გამარჯვებულ მაუწყებელს კონკურსის უსაფრთხოდ მასპინძლობა. თუ დადგინდება, რომ გამარჯვებულ მაუწყებელს კონკურსის მასპინძლობა არ შეუძლია, EBU ალტერნატიულ მასპინძელ მაუწყებელს შეარჩევს. დანიშნული მასპინძელი მაუწყებელი სრულად აიღებს საკუთარ თავზე კონკურსის მასპინძლობასთან დაკავშირებულ ყველა უფლებას, ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, მათ შორის ღონისძიების ორგანიზებას, წარმოებასა და ჩატარებას. მასპინძელი მაუწყებელი კონკურსს საკუთარი სახელით ჩაატარებს და არ იქნება ვალდებული, ღონისძიება სხვა წევრი მაუწყებლის სახელით ჩაატაროს“, – აღნიშნულია ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.

ცნობისთვის, მომავალი წლის კონკურსი ბულგარეთში გაიმართება. 2026 წლის ევროვიზიის კონკურსში ამ ქვეყნის წარმომადგენელმა, დარამ გაიმარჯვა.




როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს