ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 15

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხელმძღვანელებს, გაერთი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხელმძღვანელებს, გაერთი…

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხელმძღვანელებს, გაერთიანებულია შემდეგი ქვეყნები: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ესტონეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ჩრდილოეთი მაკედონია, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უკრაინა და თურქეთი.

CEBS ჯგუფის კოორდინატორი ქვეყანა მონაწილეობს კომიტეტების მოსამზადებელ შეხვედრებში და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ჯგუფის წევრ სახელმწიფოებს შორის პოზიციების კოორდინაცია და WIPO-ს სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, ასამბლეების, კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე ჯგუფის შეთანხმებული პოზიციის წარმოჩენა და დაცვა.

კოორდინატორი ქვეყანა აქტიურად ერთვება თემატურ მოლაპარაკებებში, ჯგუფის სახელით მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შედგენაში ჯგუფის წარმოჩენის მიზნით, უფლება აქვს წარადგინოს ჯგუფის ნებისმიერი წევრის კანდიდატურა (მათ შორის, საქართველოს), WIPO-ს კომიტეტების თავმჯდომარეებად და ვიცე-თავმჯდომარეებად. გარდა ამისა, კოორდინატორს შეუძლია ისეთი პროექტების ინიციირება, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჯგუფის წევრ ქვეყნებში ინტელექტუალური საკუთრების ეკოსისტემის გაუმჯობესებას.

კოორდინატორობის პერიოდში, საქართველოს წარმომადგენელი ერთი წლის განმავლობაში ჯგუფის სახელით წარადგენს განცხადებებს WIPO-ში, რაც გააძლიერებს ქვეყნის ინტეგრაციას ორგანიზაციაში, გაამარტივებს კომუნიკაციას, შექმნის ახალი ინიციატივებისა და პროექტების წარდგენის შესაძლებლობას, ასევე ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებას.

აღსანიშნავია, რომ WIPO გაეროს ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ორგანიზაციაა, რომელიც განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო პოლიტიკას, უზრუნველყოფს ეფექტიანი და დაბალანსებული ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სისტემის განვითარებას და ხელს უწყობს ინოვაციებისა და შემოქმედების განვითარებას. ორგანიზაცია დაარსდა 1967 წელს და დღევანდელი მონაცემებით აერთიანებს 194 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 1991 წლიდან არის საქართველოც.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს