ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 14

რევაზ სოხაძე: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული გამოცდილებისა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას აძლევს

რევაზ სოხაძე: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული გამოცდილებისა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას აძლევს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, შეიძინონ პროფესიული გამოცდილება და კარიერა საკუთარი პროფე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, შეიძინონ პროფესიული გამოცდილება და კარიერა საკუთარი პროფე…

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, შეიძინონ პროფესიული გამოცდილება და კარიერა საკუთარი პროფესიის შესაბამისად დაიწყონ”, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო პროგრამაში აქტიურად არის ჩართული და უკვე აქვს ახალგაზრდების შემდგომი დასაქმების წარმატებული მაგალითებიც.

„გასული პროგრამის ფარგლებში ჩვენი სამინისტროს სისტემაში სტაჟირება 30-მდე ახალგაზრდამ გაიარა და მათგან 5 დღეს უკვე დასაქმებულია. ეს პროგრამა, ერთი მხრივ, მოტივირებულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიის შესაბამისად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და დაიწყონ კარიერა, მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, საჯარო სამსახურში მოიზიდოს პროფესიონალი, მონდომებული და მოტივირებული ახალგაზრდები”, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში. ვაკანსიები ოფიციალურად გამოცხადდება და კანდიდატები დადგენილი, თანაბარი და სამართლიანი პირობებით შეირჩევიან.

„ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სტაჟირება გაიარონ როგორც უშუალოდ სამინისტროში, ისე ჩვენს სისტემაში შემავალ უწყებებში. ვფიქრობ, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომელსაც სახელმწიფო ახალგაზრდებს პროფესიული განვითარებისა და კარიერის დასაწყებად სთავაზობს”, - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შესაბამისი დადგენილება პრემიერ-მინისტრმა 2026 წლის 11 აგვისტოს გამოსცა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს