ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 16

საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე საქართველოში ევროკონტროლის ექსპერტების სამუშაო ვიზიტი შედგა

საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე საქართველოში ევროკონტროლის ექსპერტების სამუშაო ვიზიტი შედგა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) ექსპერტების მორიგი სამუშაო ვიზ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) ექსპერტების მორიგი სამუშაო ვიზ…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) ექსპერტების მორიგი სამუშაო ვიზიტი განხორციელდა.

სააგენტოს ინფორმაციით, საგენტოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ევროკონტროლის ექსპერტებმა ქართულ მხარეს გააცნეს 2025 წლის აგვისტოდან საქართველოს საჰაერო სივრცისა და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხზე მომზადებული შუალედური ანგარიშის შედეგები. საუბარი შეეხო არსებული საჰაერო მოძრაობის ნაკადების ოპტიმიზაციის, აეროპორტების ინფრასტრუქტურის, დადგენილი საოპერაციო პროცედურებისა და შესაბამის სამსახურებს შორის კოორდინაციის საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში, ევროკონტროლისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. სამეთვალყურეო პუნქტებსა და აეროდრომების საოპერაციო სამსახურებში განხორციელდა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა და ფრენის ოპერატორების დატვირთვის მონიტორინგი. საბოლოო ანგარიშის შემუშავების მიზნით, ექსპერტებმა შეისწავლეს საჰაერო მოძრაობის ნაკადების და გამტარუნარიანობის ორგანიზების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები, ასევე გაეცნენ საჰაერო სივრცისა და ტერმინალების გამტარუნარიანობის შეფასებისთვის აუცილებელ სხვა მონაცემებს.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა ადამიანური ფაქტორის გავლენას გამტარუნარიანობაზე. აეროპორტების ოპერატორი კომპანიებისა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სპეციალისტებმა ცოდნა გაიღრმავეს აეროპორტებში გამტარუნარიანობის კვლევების ჩატარებისა და მათი არსებული თუ სამომავლო შესაძლებლობების სწორი ანალიზის მიმართულებით.

ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2025 წელს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების წესი მიიღო, რომელიც შესაბამისი ევროპული რეგულაციის ((EU) No 255/2010) მოთხოვნების მიხედვითაა შემუშავებული. რეგულაციის დანერგვის ფარგლებში, სააგენტომ ორგანიზება გაუწია არაერთ აქტივობას, რომლებიც ახალი მოთხოვნების ეფექტურ იმპლემენტაციას ისახავდა მიზნად.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს