ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 18

დავით სონღულაშვილი: „ფოკას დედათა მონასტერში შექმნილი პროდუქტები ქართული აგროპროდუქციისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების კარგი მაგალითია“

დავით სონღულაშვილი: „ფოკას დედათა მონასტერში შექმნილი პროდუქტები ქართული აგროპროდუქციისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების კარგი მაგალითია“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში არსებული საწარმოო სივრცეები დაათვალიერა და მონაზვნების მიერ წარმოებული…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში არსებული საწარმოო სივრცეები დაათვალიერა და მონაზვნების მიერ წარმოებული…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში არსებული საწარმოო სივრცეები დაათვალიერა და მონაზვნების მიერ წარმოებული რძის პროდუქტების დამზადების პროცესს გაეცნო.

ფოკას წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სხვადასხვა სახის პროდუქცია მზადდება, მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ადგილობრივ პირობებსა და ევროპულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ყველის წარმოება.

„ფოკას დედათა მონასტერში წარმოებული ყველი, თაფლი და სხვა პროდუქცია ადგილობრივი წარმოების განვითარების კარგი მაგალითია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქციის განვითარებასა და ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ფოკას დედათა მონასტერი ფარავნის ტბის სანაპიროზე მდებარეობს და სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ და კულტურულ ადგილს წარმოადგენს. მონასტერში სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის რძის პროდუქტები, თაფლი და შოკოლადი იწარმოება. მონასტერში დამზადებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ მაღაზიაში ხდება, ხოლო ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, პროდუქციაზე მოთხოვნაც იზრდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და საქართველოს პარლამენტის დელეგატი ახალქალაქსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სამველ მანუკიანი იმყოფებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს