ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 19

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: სააგენტოს ზედამხედველობითი უფლებამოსილებები მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც მგზავრთა უფლებების დაცვის წესის შესრულების მონიტორინგსა და ინსპექტირებას უკავშირდება

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: სააგენტოს ზედამხედველობითი უფლებამოსილებები მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც მგზავრთა უფლებების დაცვის წესის შესრულების მონიტორინგსა და ინსპექტირებას უკავშირდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მინიჭებული აქვს მანდატი, მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით გამოიყენოს შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმები, სააგენტო ასევე უზრუნველყოფს მგზავრებისთვის კონსულტაციების გაცემას და მათი საჩი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მინიჭებული აქვს მანდატი, მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით გამოიყენოს შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმები, სააგენტო ასევე უზრუნველყოფს მგზავრებისთვის კონსულტაციების გაცემას და მათი საჩი…

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მინიჭებული აქვს მანდატი, მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით გამოიყენოს შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმები, სააგენტო ასევე უზრუნველყოფს მგზავრებისთვის კონსულტაციების გაცემას და მათი საჩივრების განხილვას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ერეკლე კეჟერაშვილმა.

როგორც სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ზედამხედველობითი უფლებამოსილებები მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც მგზავრთა უფლებების დაცვის წესის შესრულების მონიტორინგსა და ინსპექტირებას უკავშირდება.

„იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზის გადაწყვეტილება მგზავრებისთვის არ იქნება დამაკმაყოფილებელი, ან დადგენილ ვადებში არ მიეწოდებათ შესაბამისი დასაბუთება, მათ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში გასაჩივრების უფლება აქვთ. სააგენტო განიხილავს მგზავრების საჩივრებს. დარღვევის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო გამოსასწორებელი ღონისძიებები, ასევე, თუ დარღვევა უმნიშვნელოა, გასცეს რეკომენდაციები და გამოიყენოს მისთვის მინიჭებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები“, - აღნიშნა სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ დამტკიცდა. აღნიშნული წესი ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მგზავრთა უფლებების დაცვის ერთიანი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას, მომსახურებისა და სანდოობის ხარისხის ამაღლებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს