ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 24

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ლაშა ლეჟავა უხელმძღვანელებს

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ლაშა ლეჟავა უხელმძღვანელებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს. ლაშა ლეჟავა კლინიკის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონული ჯანდაცვის სისტემის გაძ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს. ლაშა ლეჟავა კლინიკის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონული ჯანდაცვის სისტემის გაძ…

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს. ლაშა ლეჟავა კლინიკის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ პროცესში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებების განვითარებას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და პროფესიული გუნდის გაძლიერებას, რათა პაციენტებმა საჭირო, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება საკუთარ რეგიონში მიიღონ.

ლაშა ლეჟავას სამედიცინო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოსა და უკრაინის სამედიცინო დაწესებულებებში. ხელმძღვანელობდა სამედიცინო ცენტრ „დიომედი+“-სა და „დიომედი აფხაზეთს”, მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებასა და საქართველოს კლინიკების ფოთის რეფერალურ ჰოსპიტალს. მიღებული აქვს სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კლინიკური ორდინატურა უკრაინაში აქვს გავლილი. არის სერტიფიცირებული კლინიკური მენეჯერი.

კლინიკის ახალი დირექტორის განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, პაციენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნა და კლინიკის განვითარებაა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს