ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

კომუნიკაციების კომისიის 18 ივნისის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს

კომუნიკაციების კომისიის 18 ივნისის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კომუნიკაციების კომისიის 18 ივნისის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს: კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „საქაერონავიგაციას”, შპს „ზ-გრუპს” და ინდ. მეწარმე შალვა ნოზაძეს არაავტორიზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისიის 18 ივნისის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს: კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „საქაერონავიგაციას”, შპს „ზ-გრუპს” და ინდ. მეწარმე შალვა ნოზაძეს არაავტორიზე…

კომუნიკაციების კომისიის 18 ივნისის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს:

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „საქაერონავიგაციას”, შპს „ზ-გრუპს” და ინდ. მეწარმე შალვა ნოზაძეს არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მიენიჭათ.

შპს „აემჯი ტივიმ” მაუწყებლობის ავტორიზაცია გაიარა, ხოლო შპს „რადიო გურიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზია მოდიფიცირდა.

კომისიამ „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ტექნიკური მომსახურების პირობები დაზუსტდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი 22 ივნისს გამოცხადდება.

ასევე, კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრის ეროვნული გეგმის განახლებაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომისიამ, შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხი განიხილა, ხოლო სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივრის განხილვა გადაიდო.




როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს