ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 17

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთ

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო, საწარმოო, სამეცნიერო და სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო, საწარმოო, სამეცნიერო და სა…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო, საწარმოო, სამეცნიერო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას გაეცნო.

დავით სონღულაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში მდებარე შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“, მარნეულის მუნიციპალიტეტში „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და კომპანია„ლომთაგორას“ მეურნეობა დაათვალიერა. მინისტრი გაეცნო პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებს, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და საკონსერვო პროდუქციის წარმოების პროცესს, ასევე ხორბლის წარმოებისა და სელექციის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს.

„დღეს შესაძლებლობა გვქონდა, ადგილზე გავცნობოდით აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, ადგილობრივ გადამამუშავებელ წარმოებასა და ხორბლის სელექციის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობას. ეს სამი მიმართულება მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქვეყნის აგრარული პოტენციალის უკეთ გამოყენებისთვის. სოფლის მეურნეობის განვითარებას კვალიფიციური კადრები სჭირდება, შესაბამისად მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ თანამედროვე პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, რათა მომავალში სოფლის მეურნეობის განვითარებაში პროფესიონალებით შევძლოთ წვლილის შეტანა. ჩვენი მიზანია სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთ. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ ადგილობრივი წარმოება, შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება და გავაფართოოთ ქართული აგროპროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობები“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს