ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 5

დავით სონღულაშვილი აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო

დავით სონღულაშვილი აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში აზი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში აზი…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 40 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული, ხოლო შეწამვლა, თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდებით, 14 ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.

„უხვი ნალექის გამო, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოები შედარებით გვიან დავიწყეთ. ღონისძიებები მასშტაბურად განხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მავნებლის გავრცელების შემცირებას და იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომლებიც დღეს სოფლის მეურნეობის სექტორის წინაშე დგას. სამუშაოები ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება, რაც ფერმერებს მოსავლის დაცვასა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში დაეხმარება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ახორციელებს. თერმული ნისლის მეთოდით ტერიტორიების დამუშავება დღეიდან დაიწყო, ხოლო ცივი შესხურების მეთოდით სამუშაოები მაისიდან მიმდინარეობს.

„ტრადიციულად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში შესაბამისი ტექნიკა უკვე მობილიზებულია და სამუშაოები ოპერატიულად იწყება. პროცესს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ვიწყებთ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ დროულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ფერმერები და სოფლის მეურნეობის სექტორი დგას. დარწმუნებულები ვართ, რომ კოორდინირებული მუშაობითა და დროული პრევენციული ღონისძიებებით შესაძლებელი იქნება მავნებლის გავრცელების შემცირება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დავით სონღულაშვილთან ერთად, აჭარის რეგიონში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი იმყოფებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს