ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 3

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა სახელმწი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა სახელმწი…

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, სარეკლამო აბრებსა და სხვა საჯარო წარწერებში ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების დაცვის საკითხებზე და ქართული ენის ნორმების გაციფრულების პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართული ენის სრულფასოვან ინტეგრაციას ციფრულ სივრცეში, რაც ახალ, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომების შემუშავებას საჭიროებს.

„სამუშაო ჯგუფის მიზანი ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების დაცვა, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების გაციფრულების სტანდარტიზაცია და სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაძლო გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებაა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა ასევე განიხილეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საჭიროებები, გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს