ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 16

მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში დევნილთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში დევნილთ…

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება იყო, რომელიც ქვეყანამ იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად დააგროვა.

შეხვედრაზე მინისტრმა დელეგაციის წევრებს დევნილთა საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამები გააცნო. საუბარი შეეხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის, სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და საარსებო წყაროების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დევნილთა საკითხებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ახორციელებს არაერთ პროგრამას, რომლის მიზანია იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა - მათ შორის, ქვეყნის ხუთ ქალაქში მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, ასევე „სოფლად სახლის“ პროგრამა და სხვა მხარდამჭერი პროექტები.

მინისტრის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი დევნილთა საკუთარ სახლებში, საკუთარ ტერიტორიებზე უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში დაბრუნებაა. ამ გზაზე კი მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება, რაც დევნილთა საკითხების ეფექტიანად მართვასა და არსებული გამოწვევების დაძლევას უწყობს ხელს.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თათია გვარამაძე.

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს