ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 5

ჯაბა ხუბუა: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დევი ჭანკოტაძე უცებ ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლეს. დევის საკუთარმა თავმოყვარეობამ უფლება მისცა და მაინც „ნაცმოძრაობის“ რიგებში დარჩა. საინტერესოა, ბოკუჩავა გადაყლაპავს თუ არა ამ დამცირებას

ჯაბა ხუბუა: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დევი ჭანკოტაძე უცებ ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლეს. დევის საკუთარმა თავმოყვარეობამ უფლება მისცა და მაინც „ნაცმოძრაობის“ რიგებში დარჩა. საინტერესოა, ბოკუჩავა  გადაყლაპავს თუ არა ამ დამცირებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე მიხეილ სააკაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ამჟამინდელი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას, ნაცვლად ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურის დაყენების ფაქტს ეხმიანება. ხუბუა იხსენე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე მიხეილ სააკაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ამჟამინდელი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას, ნაცვლად ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურის დაყენების ფაქტს ეხმიანება. ხუბუა იხსენე…

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე მიხეილ სააკაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ამჟამინდელი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას, ნაცვლად ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურის დაყენების ფაქტს ეხმიანება.

ხუბუა იხსენებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სადაც წყალტუბოს, ბაღდადის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გენერალი დევი ჭანკოტაძე დაამცირეს და ნანუკა ჟორჟოლიანთ ჩაანაცვლეს, მიუხედავად ამისა ჭანკოტაძე მაინც დარჩა „ნაცმოძრაობის“ რიგებში, ხუბუას აინტერესებს რას მოიქმედებს თინა ბოკუჩავა ამ შემთხვევაში გადაყლაპავს თუ არა ის სააკაშვილის მიერ მის დამცირებას და დარჩება „ნაცმოძრაობის“ რიგებში.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაცმოძრაობას წყალტუბოს, ბაღდადის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე ჰყავდა წარდგენილი. იგი უკვე ატარებდა შეხვედრებს ამომრჩეველთან, ელექტრონის ბოძები, სამშენებლო ღობეები და შენობების კედლებიც აჭრალებული იყო მისი პლაკატებით... მაგრამ, ვაი, გენერლის სირცხვილო - დევი ჭანკოტაძე უცებ ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლეს! ჩამოხსნეს ყველგან დევის პლაკატები და ბილბორდები და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის ადგილას სოდ-ის ყოფილი უფროსის ყოფილი ცოლი გამოაკრეს. მიუხედავად ამისა, გენერალ ჭანკოტაძეს - ნანულით ჩანაცვლებულ დევის - საკუთარმა თავმოყვარეობამ უფლება მისცა, ასეთი დამცირება უსიტყვოდ გადაეყლაპა და მაინც ნაცმოძრაობის რიგებში დარჩენილიყო. ჰოდა, საინტერესოა, პატიმარ სააკაშვილის მიერ ნაცპარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნანული ჟორჟოლიანით ჩანაცვლებულ თინა ბოკუჩავას აღმოაჩნდება თუ არა გენერალ დევი ჭანკოტაძეზე მეტი თავმოყვარეობა და გადაყლაპავს თუ არა ამ დამცირებას? ვნახოთ, რა უფრო ფასეულია ბოკუჩავასთვის - ღირსება და თავმოყვარეობა თუ სააკაშვილის მიერ მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ნაჩუქარი ,,აიფონი“- წერს ჯაბა ხუბუა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს