ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 24

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულდა

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით…

ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

„ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სადაც მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები გაჩნდა, ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულებულია. პრობლემის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მივიღეთ ყველა აუცილებელი ზომა. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა და გადაუდებელი წესით დაიწყო აღდგენის სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება სრულად უსაფრთხოა.

„პროექტის ფარგლებში, განხორციელდა მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, აღდგა დამცავი მოაჯირები, ხოლო სავალი ნაწილის დაზიანებულ მონაკვეთზე ჩატარდა საგზაო სამუშაოები. დაიგო ასფალტის საფარი და საავტომობილო გზა დაიხაზა. ამჟამად, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს