ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 13

ლიბანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ლიბანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, N6 საცხოვრებელი კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები დასრულდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, N6 საცხოვრებელი კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები დასრულდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრო…

გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, N6 საცხოვრებელი კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის მთავარი მიზანი მეწყრული პროცესების პრევენცია და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა იყო.

„ტერიტორიის გეოლოგიური მდგომარეობის დეტალური შეფასების შედეგად გამოიკვეთა გრუნტის მდგრადობასთან დაკავშირებული რისკები, რაც გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებდა. სამუშაოების ფარგლებში, ფერდი დატერასდა, მოეწყო 40 მეტრი სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი, რომელიც გრუნტის მდგრადობას უზრუნველყოფს და ფერდის ჩამოშლის რისკს მინიმუმამდე ამცირებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ეფექტიანი მართვის მიზნით მოეწყო სანიაღვრე ქსელი.

როგორც მერმა განაცხადა, აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შედეგად ფერდი გამაგრდა და მიმდებარე ტერიტორია გახდა სრულიად უსაფრთხო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნულ არეალში მცხოვრები მოსახლეობისა და საჯარო სკოლისთვის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს