ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 19

გივი მიქანაძემ საფრანგეთის სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიატებს უმასპინძლა

გივი მიქანაძემ საფრანგეთის სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიატებს უმასპინძლა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2026-2027“ პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდა. მინისტრმა ახალგაზრდებს სტიპენდიის მიღება მიულო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2026-2027“ პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდა. მინისტრმა ახალგაზრდებს სტიპენდიის მიღება მიულო…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2026-2027“ პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდა.

მინისტრმა ახალგაზრდებს სტიპენდიის მიღება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გივი მიქანაძემ საფრანგეთის მხარესთან ერთობლივად ადმინისტრირებული სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და საფრანგეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა.

პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence“ 2016 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. 2026 წლიდან პროგრამას საქართველოს მხრიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო საფრანგეთის მხრიდან – საფრანგეთის საელჩო ახორციელებს.

პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობა, ასევე ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.

2016 წლიდან 2026 წლის ჩათვლით, „France Excellence“-ის პროგრამის ფარგლებში 103 სტიპენდიატი დაფინანსდა. მათ შესაძლებლობა მიეცათ, სწავლა საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო საფეხურზე ისეთ მიმართულებებზე გაეგრძელებინათ, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოფლის მეურნეობა, ინჟინერია, მათემატიკა, სტატისტიკა და მენეჯმენტი.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს