ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 5

ინფრასტრუქტურის მინისტრმა სკოლების პროექტების შეფერხების მიზეზებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე და შემდგომ გეგმებზე ისაუბრა

ინფრასტრუქტურის მინისტრმა სკოლების პროექტების შეფერხების მიზეზებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე და შემდგომ გეგმებზე ისაუბრა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენთვის სკოლა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა პრიორიტეტია და ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს შევუქმნათ სრულფასოვანი და უსაფრთხო სასწავლო გარემო, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სკოლების დირექტორებთან შე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენთვის სკოლა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა პრიორიტეტია და ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს შევუქმნათ სრულფასოვანი და უსაფრთხო სასწავლო გარემო, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სკოლების დირექტორებთან შე…

ჩვენთვის სკოლა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა პრიორიტეტია და ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს შევუქმნათ სრულფასოვანი და უსაფრთხო სასწავლო გარემო, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სკოლების დირექტორებთან შეხვედრაზე.

არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ 70 სკოლის დირექტორებსა და მშობლებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შონიამ ინფორმაცია მიაწოდეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო სკოლების შეფერხებული მშენებლობებისა და პრობლემური პროექტების მართვას აქტიურად აგრძელებს.

კითხვა-პასუხის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებს თითოეული პროექტის მიმდინარე სტატუსი, დაგეგმილი ღონისძიებები და განხორციელების ვადები გააცნეს.

მინისტრმა სკოლების პროექტების შეფერხების მიზეზებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე და შემდგომ გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოწვეული იყო სხვადასხვა საკითხის, მათ შორის იურიდიული, ბიუროკრატიული და საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებების გამო.

“ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია და მათ გადასაჭრელად საჭირო ნაბიჯებიც გადავდგით. მიღებულია მთავრობის დადგენილებები, ჩატარებულია ექსპერტიზები და განხორციელებულია საკანონმდებლო ცვლილებები. ჩვენ მზად ვართ სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება, ავიღოთ პასუხისმგებლობა და პროცესები რაც შეიძლება სწრაფად წარვმართოთ. კარგად გვაქვს გააზრებული, რომ თქვენი ნდობა უნდა დავიმსახუროთ” — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესის გამჭვირვალობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სკოლების დირექტორებს განახლებული, რეალური ინფორმაცია ნებისმიერ დროს მიეწოდებათ. რევაზ სოხაძის თქმით, სკოლების დირექტორებთან პირდაპირი კომუნიკაცია კვლავ გაგრძელდება, მათ შორის ადგილზე შეხვედრების ფორმატშიც.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო უწყებები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ გადაიჭრას სკოლების პროექტების მართვის პროცესში დაგროვილი გამოწვევები.

ამ ეტაპზე, გაუქმებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან (ESIDA) უფლებამონაცვლეობით გადმოცემული 77 ობიექტის დასასრულებლად, ჯამში 425 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, აქტიურ ფაზაშია 53 ახალი სკოლის მშენებლობა, 14 სკოლის სრული რეაბილიტაცია და 10 სკოლის პროექტირება.

პროცესების დაჩქარებისა და რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, განათლების სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად განსაზღვრულ 13 სკოლაზე უკვე გამოცხადებულია პროექტირებისა და მშენებლობის ერთიანი შესყიდვა, ხოლო ერთ სკოლაზე – სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.

ამასთან, 10 სკოლისთვის მზადდება ახალი საპროექტო გადაწყვეტა, რომელიც 2026 წლის განმავლობაში, როგორც განმეორებადი მოდელი, დამატებით დაახლოებით 30 სკოლაზე იქნება გამოყენებული.

ESIDA-სგან გადმოცემულ პროექტებთან მუშაობის პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო და საერთაშორისო პარტნიორების თანადაფინანსებით დამატებით 53 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას და 45 სკოლის პროექტირებას ახორციელებს.

მსგავსი შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება ყველა იმ სკოლის წარმომადგენლებთან, რომელთა პროექტებთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები დაიწყება.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს