ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 10

ცესკოს თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. ა…

2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

ახალგაზრდებთან შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თორნიკე შუბითიძემ გახსნეს.

არჩევნები და ახალგაზრდების როლი, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება- საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა, დეზინფორმაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია რომლებზეც ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს პირადად მიაწოდა.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით ახალგაზრდებთან აქტიური კომუნიკაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სწორი და ამომწურავი ინფორმაცია ადრეული ასაკიდან მიიღონ, რაც ერთის მხრივ ემსახურება დეზინფორმაციასთან მიმართებაში მოწყვლადობის შემცირებას, მეორეს მხრივ კი ხელს უწყობს დამოუკიდებელი და გააზრებული არჩევანის გაკეთებას.

„დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინტერესო შეხვედრა გავმართე, რომელიც ორგანიზებული იყო ჩვენი პარტნიორის ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ. ასეთი ტიპის შეხვედრები როგორც დმანისში, ისე სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება. შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ახალგაზრდებს არამხოლოდ გადავცეთ ინფორმაცია მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ, არამედ მოვისმინოთ მათი უკუკავშირი, მოსაზრებები და კითხვები, რაც გვაძლევს ღია კომუნიკაციის ფარგლებში იმის შესაძლებლობას, რომ ინფორმაციის მიმოცვლის გზით ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ისევე როგორც ახალგაზრდების მეტად დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360˚“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს. საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მართავენ.

დმანისში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები და ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი იაკობ ასანიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს