ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 15

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც გადაადგილების თვალსაზრისით სერიოზული დისკომფორტიც ახლავს თან. როგორც მერმა სოციალურ ქსელში გავრცელებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც გადაადგილების თვალსაზრისით სერიოზული დისკომფორტიც ახლავს თან. როგორც მერმა სოციალურ ქსელში გავრცელებ…

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც გადაადგილების თვალსაზრისით სერიოზული დისკომფორტიც ახლავს თან.

როგორც მერმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა, მუნიციპალიტეტი რუსთაველის გამზირზე მხოლოდ ასფალტის საფარის შცვლით არ შემოიფარგლება, სრულად განახლდება ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელი ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა.

„ვფიქრობ, ზედმეტია იმის ახსნა, რა მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, თუმცა აუცილებელია, რეაბილიტაციის თითოეული ეტაპისა და დეტალის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია. რუსთაველის გამზირის მოვლა-პატრონობა და განვითარება მხოლოდ მუნიციპალური ან ინფრასტრუქტურული საკითხი არ არის. საუბარია გამზირზე, სადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი ფურცელი დაიწერა. რუსთაველი ჩვენი დედაქალაქის სახეა და არა მხოლოდ ჩვენი ისტორიული მეხსიერების, არამედ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. სამუშაოები, რომელსაც ვახორციელებთ, მასშტაბური და ფუნდამენტურია. ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლით არ შემოვიფარგლებით, სრულად ვაახლებთ ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელ ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს და ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სექტემბერი, გადაადგილების თვალსაზრისით, კიდევ უფრო რთული იქნება, რადგან მოსახლეობა ქალაქში ბრუნდება და სასწავლო პროცესი იწყება.

„კარგად მესმის, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს სერიოზული დისკომფორტი, პირველ რიგში, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის – გადაადგილების პრობლემა, ხმაური, მტვერი, კომუნიკაციების დროებითი შეზღუდვა. ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს. სექტემბრიდან ქალაქში მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბრუნდება, დაიწყება სასწავლო პროცესი და საავტომობილო მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ გადაადგილების ალტერნატიული სქემების დახვეწაზე, რათა დატვირთვა შეძლებისდაგვარად შევამციროთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

„ვგეგმავთ, რომ 10 სექტემბრისთვის საავტომობილო მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც ამ დროისთვის ქვედა ფენებში სამუშაოები დასრულებული იქნება. პარალელურად გაგრძელდება სამუშაოები, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ერთადერთი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი უამინდობაა, თუმცა იმ დღეებშიც კი, როდესაც თბილისში ინტენსიურად წვიმდა, სამუშაოები არ შეჩერებულა. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო კონტრაქტორი კომპანიების თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ სამუშაოებს და კარგად აცნობიერებენ, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მუშაობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ქვეყნის მოსახლეობასაც, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან გულშემატკივრობს პროექტის განხორციელებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს