ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს! დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები!

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს! დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები!
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს! დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები! - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში, რომელსაც საკონსტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს! დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები! - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში, რომელსაც საკონსტ…

ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს! დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები! - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

„1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია მიიღო. მან შეცვალა ქართული სახელმწიფო, მისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეალობა, რითაც კონსტიტუციურ რანგში აიყვანა ჩვენი სახელმწიფოს მარადიული ფასეულობები. ეს იყო საქართველოს მოქალაქეების მტკიცე დემოკრატიული არჩევანი კონსტიტუციის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ.

ცოცხალია ის კონსტიტუცია, რომლის პრინციპებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქმედებს. სწორედ ამ პროცესში ჩვენ გვაკისრია დიდი პასუხისმგებლობა - ვიყოთ კონსტიტუციის - ძირითადი კანონის ერთგულნი, რომელიც სახელმწიფოს საფუძველთა საფუძველია.

კონსტიტუცია ქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს არქიტექტონიკას. კონსტიტუციის დაცვა მუდმივი პროცესია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო მისი სიმტკიცის ერთ-ერთი მთავარი გარანტია. ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს!

დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები!

რევაზ ნადარაია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

2026 წლის 24 აგვისტო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს