ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ლევან ღირსიაშვილი: ფორმების არმორგების შემთხვევაში შესაძლებელია ფორმის დაბრუნება და გამოცვლა. შვეიცარიული კომპანიის SGS-ის სერტიფიკატი გვაქვს აღებული, სადაც გარკვევით წერია ამ შემოწმების შედეგად, რომ ფორმები შეესაბამება სათანადო ხარისხს, არის აბსოლუტურად უსაფრთხო და აკმაყოფილებს ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს

ლევან ღირსიაშვილი: ფორმების არმორგების შემთხვევაში შესაძლებელია ფორმის დაბრუნება და გამოცვლა. შვეიცარიული კომპანიის SGS-ის სერტიფიკატი გვაქვს აღებული, სადაც გარკვევით წერია ამ შემოწმების შედეგად, რომ ფორმები შეესაბამება სათანადო ხარისხს, არის აბსოლუტურად უსაფრთხო და აკმაყოფილებს ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სასკოლო ფორმის ონლაინ შეძენისას, ზომის ვერმორგების შემთხვევაში მისი უკან დაბრუნება და გამოცვლა იქნება შესაძლებელი. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სასკოლო ფორმის ონლაინ შეძენისას, ზომის ვერმორგების შემთხვევაში მისი უკან დაბრუნება და გამოცვლა იქნება შესაძლებელი. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვი…

სასკოლო ფორმის ონლაინ შეძენისას, ზომის ვერმორგების შემთხვევაში მისი უკან დაბრუნება და გამოცვლა იქნება შესაძლებელი.

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა, ფორმების ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

„დღეს გაეშვა სასკოლო ფორმების გაყიდვის ონლაინ პლატფორმა. პირველი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების გაყიდვა, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად, სადაც მშობლებს შეეძლებათ პირველკლასელებს შეუძინონ სასკოლო ფორმები. 15 სექტემბრიდან უკვე ონლაინრეჟიმში გაგრძელდება სასკოლო ფორმების გაყიდვა. ვთანამშრომლობთ საქართველოს ფოსტასთან და დაახლოებით 4-5 დღის ვადაში საქართველოს რეგიონებში, ხოლო თბილისში უფრო მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი ფორმების მიწოდება. ფორმების არმორგების შემთხვევაში შესაძლებელია ფორმის დაბრუნება და გამოცვლა. შვეიცარიული კომპანიის SGS-ის სერტიფიკატი გვაქვს აღებული, სადაც გარკვევით წერია ამ შემოწმების შედეგად, რომ ფორმები შეესაბამება სათანადო ხარისხს, არის აბსოლუტურად უსაფრთხო და აკმაყოფილებს ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს“, - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

სკოლის ფორმების შეძენა პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. განათლების სამინისტრომ ონლაინპლატფორმა შეიმუშავა, სადაც მშობლებს შეეძლებათ, შვილისთვის ფორმა გამოიწერონ და მისამართზე ფოსტა მიუტანთ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს