ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სერბეთის უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სერბეთის უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა (NCEQE) და სერბეთის უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სააგენტოს (NEAQA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მისი მიზანია უმაღლესი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა (NCEQE) და სერბეთის უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სააგენტოს (NEAQA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მისი მიზანია უმაღლესი…

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა (NCEQE) და სერბეთის უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სააგენტოს (NEAQA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მისი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და სამედიცინო განათლების მიმართულებით მხარეთა თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა. ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

NEAQA წარმოადგენს სერბეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის დამოუკიდებელ ეროვნულ სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებზე. სააგენტო საქმიანობას ახორციელებს ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) შესაბამისად.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი ღონისძიებების, კონფერენციებისა და ტრენინგების ორგანიზებას, თანამშრომელთა და ექსპერტთა მობილობის ხელშეწყობას, ასევე ინფორმაციის, მეთოდოლოგიური და სარეკომენდაციო რესურსების გაცვლას.

გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე ცენტრის საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას.

NEAQA-ს შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია NEAQA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს