ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

NCDC-ის თანამშრომლებს მართვის თანამედროვე მიდგომებისა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ

NCDC-ის თანამშრომლებს მართვის თანამედროვე მიდგომებისა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ინსტიტუციური გაძლიერებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიზნით, სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები გაიმართა. ამერიკის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ინსტიტუციური გაძლიერებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიზნით, სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები გაიმართა. ამერიკის…

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ინსტიტუციური გაძლიერებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიზნით, სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები გაიმართა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მხარდაჭერით, ტრენინგები ცენტრის ტოპ მენეჯმენტისა და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ჩატარდა. სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა მართვის ეფექტიანობის ამაღლებას, თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და გუნდური მუშაობის გაძლიერებას. სასწავლო პროგრამა მოიცავდა ისეთ საკვანძო მიმართულებებს, როგორებიცაა: პროაქტიური მენეჯმენტი და ტალანტების მართვა, ემოციური ინტელექტი და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, სამუშაოს შესრულების შეფასება და ორგანიზაციული კულტურა.

პროფესიული განვითარების კურსის პარალელურად, ცენტრის თანამშრომლებმა მომდევნო ოთხი წლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. სამუშაო პროცესის მთავარ მიზანს 2027-2030 წლების სტრატეგიული გეგმისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა წარმოადგენდა.

სამუშაო ჯგუფმა შეაჯამა გამოთქმული მოსაზრებები და დასახა შემდგომი ნაბიჯები დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ფორმირებისთვის. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი ფორმატის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს სტრატეგიული მიზნების ეფექტურ რეალიზაციას.

სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას, დაავადებათა პრევენციასა და არსებულ გამოწვევებზე დროულ, კოორდინირებულ რეაგირებას.

ტრენინგები ადამიანური რესურსების ექსპერტმა თეა ბოკუჩავამ და შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ექსპერტმა ანა ბოკუჩავამ ჩაატარეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს