ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

პარლამენტის წევრები გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრნენ

პარლამენტის წევრები გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის წევრები საკოორდინაციო შტაბის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ, - ინფორმაციას საქართველო პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, საკოორდინაციო შტაბი რთველის პერიოდში პროცესის კოორდინაციას, მევენახეებისა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის წევრები საკოორდინაციო შტაბის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ, - ინფორმაციას საქართველო პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, საკოორდინაციო შტაბი რთველის პერიოდში პროცესის კოორდინაციას, მევენახეებისა…

საქართველოს პარლამენტის წევრები საკოორდინაციო შტაბის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ, - ინფორმაციას საქართველო პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საკოორდინაციო შტაბი რთველის პერიოდში პროცესის კოორდინაციას, მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და რთველთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას უზრუნველყოფს და ის 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

„ღონისძიებას ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლევან მეხუზლა და კახეთის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

გურჯაანში სტუმრობისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი დაათვალიერეს, რომელიც დღეს გაიხსნა. ახალი ოფისი მეღვინეებსა და მევენახეებს სააგენტოს სერვისებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიღებას გაუმარტივებს. ოფისის თანამშრომლები ადგილობრივ მეწარმეებს სააგენტოსთან კომუნიკაციაში დაეხმარებიან და მათ შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს