ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებთან განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებთან განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება. მიმდინარე პროცესების, განხორციელებული ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება. მიმდინარე პროცესების, განხორციელებული ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის…

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება. მიმდინარე პროცესების, განხორციელებული ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემა სწორედ ძლიერ პირველად ჯანდაცვაზე უნდა იყოს დაფუძნებული. მისი განცხადებით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის როლის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ამ რგოლმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა დაავადებების პრევენცია, ვაქცინაცია, სკრინინგი და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდება.

რეფორმა მოიცავს მოქალაქეებისთვის სერვისების გაფართოებულ პაკეტს, მათ შორის დამატებითი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების ხელმისაწვდომობას, ასევე დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას, რომელიც ითვალისწინებს პაციენტების საჭიროებებს ასაკის მიხედვით და აფასებს სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიღწეულ შედეგებს. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალების როლის გაძლიერებას.

რეფორმის საპილოტე ეტაპი 6 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში დაიწყო, ხოლო შემდგომ ეტაპზე, შესაბამისობის შეფასების შედეგად, განახლებულ დაფინანსების მოდელში 43 დაწესებულება ჩაერთო.

პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლების განახლებულ მოდელში ჩართვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. დაწესებულებებს განაცხადების წარდგენა ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეუძლიათ. წარმოდგენილი განაცხადების განხილვის შემდეგ, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაწესებულებები განახლებულ დაფინანსების მოდელში 2027 წლის 1-ელი მარტიდან ჩაერთვებიან.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს