ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 6

სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა

სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა. ინ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა. ინ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა გენადი კერძევაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„დღეს სააგენტოს წინაშე ახალი გამოწვევები დგას, რაც ახალ შემართებასა და ენერგიას მოითხოვს. გენადი კერძევაძე სამინისტროს სისტემაში დიდი ხანია მუშაობს, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და კარგად იცნობს სამინისტროს გუნდსა და მის საქმიანობას. დარწმუნებული ვარ, მისი პროფესიონალიზმი, ენერგია და საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სააგენტოს წინაშე არსებული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას და ახალი მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს. ჩვენი ამოცანაა, სააგენტოს წინაშე არსებული გამოწვევები და დასახული მიზნები მაქსიმალურად მოკლე ვადებში შესრულდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდი და თითოეული თანამშრომლის აქტიური ჩართულობა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გენადი კერძევაძე პროფესიით იურისტ-ეკონომისტია. მას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროში, საქართველოს პარლამენტში და სხვა ორგანიზაციებში.

2017-2026 წლებში გენადი კერძევაძე შპს „საქართველოს მელიორაციაში“ სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის, გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული და ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობებზე. ბოლო პერიოდში იგი სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

გენადი კერძევაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სააგენტოს გუნდთან ერთად აქტიურად გააგრძელებს დასახული მიზნებისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვასა და მიწათსარგებლობის სახელმწიფო მონიტორინგს, მონაწილეობს მიწის მდგრადი მართვის, ნიადაგის დაცვისა და ნაყოფიერების გაუმჯობესების, ასევე ქარსაფარი ზოლებისა და საძოვრების მართვის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს