ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 13

ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა

ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე მაღალი კლასის 60 მოსწავლეს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე მაღალი კლასის 60 მოსწავლეს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენებ…

კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე მაღალი კლასის 60 მოსწავლეს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, რომელიც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა, კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ტრენერები, ნინო გვაგვალია და სალომე გუგუჩია წარუძღვნენ, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ComCom-მა თემატური ტრენინგები საზაფხულო ბანაკის ოთხ სხვადასხვა ნაკადთან ჩაატარა თემებზე: „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ და „ხელოვნური ინტელექტი დასაქმებისა და პროფესიული განვითარებისთვის“. აღნიშნულ ტრენინგებს 330 ახალგაზრდა დაესწრო.

„სესიების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია AI ინსტრუმენტების, მისი მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენების შესახებ, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში პროფესიულ თუ პირად საქმიანობაში, ინფორმაციის მოძიებასა და სხვადასხვა მიმართულებით ინტეგრირებაში დაეხმარებათ, აგრეთვე, ახალგაზრდებში მომავლის კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, სესიები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: AI-ის ინტეგრირება პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პროცესში, ადგილობრივი და საერთაშორისო დასაქმების პლატფორმები, LinkedIn-ის პროფილის ოპტიმიზაცია, AI-ის, როგორც პერსონალური ასისტენტის გამოყენება (მაგ. CV-ის წერა, სამოტივაციო წერილების გენერირება, ინფორმაციის მოძიება), რაც ახალგაზრდებს უზოგავს დროს და ეხმარება ყოველდღიური დავალებების უფრო ხარისხიანად შესრულებაში.

ინოვაციური ინსტრუმენტების ფლობა მათ სძენს „მომავლის უნარებს“ (Future Skills). აღნიშნულ ტრენინგზე მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს აძლევს პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რათა იყვნენ უფრო თავდაჯერებულები, ჩამოყალიბდნენ თანამედროვე ციფრულ პროფესიონალებად და დაზოგონ რესურსები AI-ის გონივრული გამოყენებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს