ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 13

რევაზ სოხაძე: მოდულური სკოლები დროებითი ინფრასტრუქტურაა, რომელიც მოსწავლეებს სხვა სკოლაში გადაყვანის საჭიროებას მაქსიმალურად შეუმცირებს

რევაზ სოხაძე: მოდულური სკოლები დროებითი ინფრასტრუქტურაა, რომელიც მოსწავლეებს სხვა სკოლაში გადაყვანის საჭიროებას მაქსიმალურად შეუმცირებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „მინდა გამოვეხმაურო იმ რეაქციებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოდულური სკოლების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა. ყველას მოვუწოდებ, სანამ რაიმე კომენტარს ან კრიტიკულ დასკვნას გააკეთებენ, კარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„მინდა გამოვეხმაურო იმ რეაქციებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოდულური სკოლების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა. ყველას მოვუწოდებ, სანამ რაიმე კომენტარს ან კრიტიკულ დასკვნას გააკეთებენ, კარ…

„მინდა გამოვეხმაურო იმ რეაქციებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოდულური სკოლების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა. ყველას მოვუწოდებ, სანამ რაიმე კომენტარს ან კრიტიკულ დასკვნას გააკეთებენ, კარგად გაეცნონ გავრცელებულ ინფორმაციას. თუ რამე დამატებით განმარტებას საჭიროებს, ჩვენ მზად ვართ, ეს დეტალურად ავხსნათ“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, მოდულური სკოლების შესყიდვის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს და მათი მიზანი ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი, უსაფრთხო და სრულად აღჭურვილი სასწავლო სივრცეების შექმნაა.

„აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც კონკრეტული სკოლის რეაბილიტაციას ან ახალი სკოლის მშენებლობას გადავწყვეტთ, ბავშვებს არ შეექმნათ სირთულეები სხვა სკოლაში, განსაკუთრებით კი სხვა სოფელში გადასვლასთან დაკავშირებით. ეს რეგიონებში საკმაოდ დიდი პრობლემაა როგორც მშობლებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის'“, - აღნიშნა სოხაძემ.

მისი თქმით, სადაც იქნება ამის შესაძლებლობა, მოდულური სკოლები მოეწყობა იმავე ტერიტორიაზე ან იმავე მუნიციპალიტეტში, რათა ბავშვებს სხვა სოფლებში, სხვა ადგილებში სიარული არ მოუწიოთ.

„ასევე, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, თავიდან ავიცილოთ შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს მეორე ან მესამე ცვლაში უწევთ სწავლა“, - განაცხადა მინისტრმა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. მოდულების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

მოდულური სკოლები ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან შედგება, რომელთა ადგილზე მონტაჟი მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება დაგეგმილია იმ ადგილებში, სადაც მშენებლობის ან რეაბილიტაციის პერიოდში დროებითი სასწავლო სივრცის მოწყობა გახდება საჭირო.

„ეს იქნება დროებითი ღონისძიება. მას შემდეგ, რაც სკოლის რეაბილიტაცია ან ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდება, ამ ინფრასტრუქტურას უკვე სხვა ტერიტორიებზე გამოვიყენებთ. გადაწყვეტილება მიღებულია იმ საჭიროებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, რომლებიც დღეს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ექმნებათ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს