ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 1

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დაკავშირების პირველ შეხვედრაში

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დაკავშირების პირველ შეხვედრაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დაკავშირების პირველ შეხვედრაში, რომელიც ევროპის ენერგეტიკის მა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დაკავშირების პირველ შეხვედრაში, რომელიც ევროპის ენერგეტიკის მა…

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დაკავშირების პირველ შეხვედრაში, რომელიც ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) ეგიდით, EU4Energy-ის მესამე ფაზის პროექტის ფარგლებში, ბელგიაში. ქ ბრიუსელში გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს სემეკის მხრიდან მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს, სატარიფო რეგულირებისა და ენერგეტიკის სექტორში რეგიონული თანამშრომლობის ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ. გიორგი ფანგანთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, თორნიკე აფრიაშვილმა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და თურქეთის რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობა, საზღვრისპირა კავშირებისა და სუფთა ენერგიის გარდამავალი პრიორიტეტების დაკავშირება. ინიციატივა მხარს უჭერს რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაძლიერებას.

EU4Energy-ის მესამე ფაზა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რომელსაც ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER) ახორციელებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ურთიერთდაკავშირებულ, უსაფრთხო, მდგრად და დაბალი ემისიების მქონე ენერგოსისტემებზე დაჩქარებულ გადასვლას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს