ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 11

იორდანიის დელეგაცია საქართველოს ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სისტემას გაეცნო

იორდანიის დელეგაცია საქართველოს ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სისტემას გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ცოცხალი ცხოველის ექსპორტის ხელშეწყობისა და საქართველოში ვეტერინარული კონტროლის მექანიზმების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო იორდანიის დელეგაციას მასპინძლობს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ცოცხალი ცხოველის ექსპორტის ხელშეწყობისა და საქართველოში ვეტერინარული კონტროლის მექანიზმების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო იორდანიის დელეგაციას მასპინძლობს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.…

ცოცხალი ცხოველის ექსპორტის ხელშეწყობისა და საქართველოში ვეტერინარული კონტროლის მექანიზმების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო იორდანიის დელეგაციას მასპინძლობს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, იორდანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ვეტერინარიის სამსახურის წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს - ცხოველთა უფასო ვაქცინაციები, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა; ცხოველთა გადაადგილება და ვეტერინარული კონტროლი; გაეცნენ ასევე დაავადებათა ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობებს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში საქმიანი შეხვედრების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი ბიოუსაფრთხოების პუნქტები, სადაც დღეში, საშუალოდ, 8000 სული პირუტყვის დამუშავებაა შესაძლებელი და უსასყიდლოდ ემსახურება ცხოველთა მეპატრონეებს; სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი და საკარანტინო ზონა. დელეგაცია იმყოფებოდა ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ცხვრის გადასარეკ ტრასაზე, სადაც ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობა და ვეტერინარული კონტროლი მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა იორდანელ კოლეგებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესის ზრდა პირდაპირ კავშირშია იმ ღონისძიებებთან, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს.

„ყოველწლიური უფასო ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევები ზოონოზური დაავადებების თავიდან აცილებისა და გამოვლინებების უმოკლეს ვადებში ლოკალიზაციისკენ არის მიმართული, რაც უზრუნველყოფს საქართველოსთვის ცხოველთა დაავადებებისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს