ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 12

მიხეილ სარჯველაძე დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად დასავლეთ საქარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად დასავლეთ საქარ…

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად დასავლეთ საქართველოში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ ძლიერი პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მთავარი ფუნქციაც, მინისტრის განცხადებით, დაავადებების პრევენცია და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდებაა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მოიცავს მოქალაქეებისთვის სერვისების გაფართოებულ პაკეტს, მათ შორის დამატებით ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ ხელმისაწვდომობას. ასევე, დაფინანსების ახალ მოდელს, რომელიც ითვალისწინებს პაციენტების საჭიროებებს ასაკის მიხედვით და აფასებს სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიღწეულ შედეგებს. ცვლილებები ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალების როლის გაძლიერებას, ვაქცინაციას, სკრინინგსა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. რეფორმის საპილოტე ეტაპზე პროგრამაში პირველადი ჯანდაცვის 6 დაწესებულება ჩაერთო, შემდეგ კი, შესაბამისობის შეფასების შედეგად, 43 დაწესებულება.

პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლების განახლებულ მოდელში ჩართვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება – დაწესებულებებს განაცხადების წარდგენა ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე შეუძლიათ. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაწესებულებები დაფინანსების განახლებულ მოდელში 2027 წლის 1-ელი მარტიდან ჩაერთვებიან.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს