ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

გორში გამართულ ღონისძიებაზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტატო ირემაძემ ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს საქმიანობის, სპეციფიკისა და მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ბანაკის მონაწილეებმა ინტერესი უმეტესად უწყების ინსტიტუციური მოწყობის, ფუნქცია-მოვალეობების, წლების განმავლობაში გამოვლენილი სამართალდარღვევების, მათ შორის „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების უკანონო მოპოვების სტატისტიკის შესახებ გამოხატეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდების აქტიურ როლს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციაში.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელთან.. ახალგაზრდებს საკმაოდ ბევრი კითხვა გაგვიჩნდა, რაზედაც ამომწურავი პასუხები მივიღეთ. მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ ქვეყანაში გარემოსდაცვითი კონტროლი არის ძალიან ძლიერი და წლიდან წლამდე სამართალდარღვევები მცირდება. ამაში კი, ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დიდი წვლილის შეტანა“, - განაცხადა თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილე ანასტასია გუმბერიძემ.

ახალგაზრდებთან მსგავსი შეხვედრების ჩატარების მიზანი მომავალ თაობაში ეკო-ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდაა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს