ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაცი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაცი…

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

„უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და უკრაინის განათლების ხარისხის შეფასების ცენტრი გამოხატავენ თქვენდამი უდიდეს პატივისცემასა და გულწრფელ მადლიერებას ჩვენი ქვეყნისადმი გამოჩენილი ურყევი მხარდაჭერისთვისა და თანამშრომლობისთვის, ჩვენი ისტორიის ამ უმძიმეს პერიოდში.

იმ დროს, როდესაც უკრაინა საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ცივილიზებულ სამყაროსთან ჩვენი ერთობა ჩვენი უდიდესი ძალაა.

წელს უკრაინელ აბიტურიენტებს, რომლებიც ომის გამო იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ უკრაინა, შესაძლებლობა მიეცათ, უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისთვის განკუთვნილი გამოცდები მსოფლიოს 32 ქვეყანაში ჩაებარებინათ.

უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, რომლებმაც უკრაინელი აბიტურიენტებისთვის უზრუნველყვეს უსაფრთხო საგამოცდო გარემოს შექმნა.

განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის - საგამოცდო სივრცეების ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფისა და სტუდენტებისთვის ყველა იმ აუცილებელი პირობის შექმნისთვის, რაც უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხად გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის იყო საჭირო.

თქვენი ეფექტიანი და შესანიშნავად ორგანიზებული საგამოცდო პროცესის წყალობით, უკრაინელ ახალგაზრდებს მიეცათ სწავლის გაგრძელებისა და უკრაინაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შესაძლებლობა.

თქვენი სოლიდარობა მხოლოდ ორგანიზაციული დახმარება არ არის — ეს მნიშვნელოვანი წვლილია უკრაინის ინტელექტუალური პოტენციალის შენარჩუნებასა და ქვეყნის სამომავლო აღდგენაში.

ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენს საიმედო პარტნიორობას და გულწრფელად გისურვებთ თქვენ და თქვენი ქვეყნის ყველა განათლების სფეროს წარმომადგენელს პროფესიულ წინსვლას, სიკეთეს, კეთილდღეობასა და ბედნიერებას!

გულწრფელ მადლობას ვუხდით 2026 წელს მისაღები გამოცდების ჩატარების პროცესში გაწეული ყოვლისმომცველი დახმარებისთვის ყველა საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, რომლებმაც მზაობა გამოხატეს დროებითი საგამოცდო ცენტრების შესაქმნელად. ასევე მადლობას ვუხდით მასწავლებლებს, კოორდინატორებსა და IT სპეციალისტებს, რომლებთან თანამშრომლობის პატივიც გვქონდა.

ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის.

გვჯერა, რომ მომავალშიც გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა და თქვენი ქვეყნის მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი ყოვლისმომცველი მხარდაჭერა“, - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს