ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

გლდანის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო

გლდანის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გლდანის მეორე მიკრორაიონის N36-სა და N46 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო. მერიის ცნობით, ტერიტორიაზე განხორციელდა უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი და გამოთავისუფლებული სივრცე სკვერს შეუერთდა. მათივე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გლდანის მეორე მიკრორაიონის N36-სა და N46 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო. მერიის ცნობით, ტერიტორიაზე განხორციელდა უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი და გამოთავისუფლებული სივრცე სკვერს შეუერთდა. მათივე…

გლდანის მეორე მიკრორაიონის N36-სა და N46 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო.

მერიის ცნობით, ტერიტორიაზე განხორციელდა უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი და გამოთავისუფლებული სივრცე სკვერს შეუერთდა.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები დაახლოებიით 3 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა. პროექტის ფარგლებში განთავსდა ფიტნეს და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა საქანელა სკამები, მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 525 000 ლარი დაიხარჯა.

გარდა ამისა, სკვერის მიმდებარედ მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე შეიცვალა დაზიანებული ასფალტის საფარი და მოეწყო საპარკინგე სივრცეები.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, მიხეილ რეხვიაშვილსა და პარლამენტის დელეგატთან, ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს