ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 2

იოანე პეტრიწის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა

იოანე პეტრიწის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, N186 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ ჰექტარ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, N186 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ ჰექტარ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთ…

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, N186 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ ჰექტარ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება აღნიშნული ტერიტორია. ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი - უკანონო შემოღობვების მოხსნით გამოთავისუფლდება სივრცე. აქ მოეწყობა საფეხბურთო მოედანი, დაირგვება ხე-მცენარეები, განთავსდება ატრაქციონები, სარწყავი სისტემა და ა.შ. ირგვლივ ბევრი ოჯახი ცხოვრობს. მიხარია, რომ მათ ექნებათ დასვენებისა და განტვირთვისთვის კარგი სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ახალი სკვერი ბილიკის მეშვეობით დაუკავშირდება გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის N1-ში გასულ წელს მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს. სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 1 418 431 ლარია.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე იმყოფებოდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს