ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

ასტრონომებმა უვარსკვლავო გალაქტიკა აღმოაჩინეს

ასტრონომებმა უვარსკვლავო გალაქტიკა აღმოაჩინეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ობიექტ Cloud 9-ის ყველაზე ღრმა ოპტიკური გამოსახულებები მიიღო და მასში არცერთი მნათობი ვარსკვლავი არ აღმოაჩინა. დაკვირვებებმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ობიექტი შესაძლოა პირველი ცნობილი უვა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ობიექტ Cloud 9-ის ყველაზე ღრმა ოპტიკური გამოსახულებები მიიღო და მასში არცერთი მნათობი ვარსკვლავი არ აღმოაჩინა. დაკვირვებებმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ობიექტი შესაძლოა პირველი ცნობილი უვა…

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ობიექტ Cloud 9-ის ყველაზე ღრმა ოპტიკური გამოსახულებები მიიღო და მასში არცერთი მნათობი ვარსკვლავი არ აღმოაჩინა. დაკვირვებებმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ობიექტი შესაძლოა პირველი ცნობილი უვარსკვლავო გალაქტიკა იყოს.

Cloud 9 დედამიწიდან დაახლოებით 14 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, სპირალური გალაქტიკა მესიე 94-ის გვერდით მდებარეობს. ობიექტი დაახლოებით მილიონი მზის მასის წყალბადის ღრუბელს შეიცავს, მისი გარშემომყოფი ბნელი მატერიის მასა კი კიდევ 5 მილიონ მზის მასად ფასდება.

ამასთან, Cloud 9 ხილულ სინათლეს არ გამოსცემს. ჯერ კიდევ იანვარში კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჰაბლმა“ ამ არეალში უჩვეულოდ დაბალი სიკაშკაშე დააფიქსირა.

დამატებითი შემოწმებისთვის, კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტიდან იგნასიო ტრუხილიოს ხელმძღვანელობით მომუშავე მკვლევრებმა კანარის დიდ ტელესკოპზე დამონტაჟებული კამერა HiPERCAM-ი გამოიყენეს. დაკვირვებები 2,36 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მიღებული გამოსახულებები ამ რეგიონის წინა გადაღებებთან შედარებით დაახლოებით ათჯერ უფრო ღრმა აღმოჩნდა.

ახალმა მონაცემებმა ძველი ვარსკვლავების ან ლითონების დაბალი შემცველობის მქონე ობიექტების სუსტი ნათებაც კი არ გამოავლინა. მეცნიერებმა Cloud 9-ის ვარსკვლავური მასის ზედა ზღვარი 16 ათას მზის მასად შეაფასეს, რაც ამ ზომის ობიექტისთვის მოსალოდნელ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს