ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 3

112 მოსახლეობას აფრთხილებს! - რა წერია შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებმა მიიღეს?

112 მოსახლეობას აფრთხილებს! - რა წერია შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებმა მიიღეს?
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. შეტყობინება მოქალაქეებმა მობილურ ტელეფონებზე ცოტა ხნის წინ მიიღეს. "გაცნობებთ, რომ 19-22 ივნისს საქართველოს უმეტეს ტერიტო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. შეტყობინება მოქალაქეებმა მობილურ ტელეფონებზე ცოტა ხნის წინ მიიღეს. "გაცნობებთ, რომ 19-22 ივნისს საქართველოს უმეტეს ტერიტო…

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. შეტყობინება მოქალაქეებმა მობილურ ტელეფონებზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.

"გაცნობებთ, რომ 19-22 ივნისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.

მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ!"- ნათქვამია შეტყობინებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეული მდინარეების აუზებში (ენგური,რიონი, არაგვი, იორი, ალაზანი) წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)" - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს