ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 1

დავით ფაცაციას აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს

დავით ფაცაციას აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარ…

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა, მინისტრმა წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

დავით ფაცაციამ დეტალურად ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე, მიმდინარე პროექტებზე, ბიუჯეტის შესრულებასა და იმ სიახლეებზე, რომლებიც სამინისტროს სამომავლო პრაქტიკულ საქმიანობაში იქნება გათვალისწინებული.

2025 წელს, სამინისტროს სისტემის მიერ დევნილთა განსახლების 99 ობიექტზე 1 105 390 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა. ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის გარდა, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დახმარება გაეწია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ 4 476 პირს.

საუბარი ასევე შეეხო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხებს. სამინისტრომ მათი მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა.

შეხვედრის დასასრულს, დეპუტატებმა მინისტრისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი განმარტებები მიიღეს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს