ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 6

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი გასულ კვირას ლუგარის ცენტრს ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ემი დიაზი შეხვდა ლუგარის ცენტრის, უოლტერ რიდის არმიის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი გასულ კვირას ლუგარის ცენტრს ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ემი დიაზი შეხვდა ლუგარის ცენტრის, უოლტერ რიდის არმიის…

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი გასულ კვირას ლუგარის ცენტრს ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ემი დიაზი შეხვდა ლუგარის ცენტრის, უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტისა (WRAIR) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) თანამშრომლებს.

„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი გასულ კვირას ლუგარის ცენტრს ეწვია, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

აშშ-ის მხარდაჭერით აშენებული და აღჭურვილი ლუგარის ცენტრი 20 ბიოლაბორატორიისგან შემდგარი ქსელის ნაწილია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან პარტნიორობით შექმნა და 2015 წელს სრულად გადასცა საქართველოს მთავრობას. დღეს მას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მართავს და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფექციური დაავადებების გამოვლენასა და მონიტორინგში. ასევე, ხელს უწყობს ქართველი სტუდენტებისა და მეცნიერების პროფესიულ განვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში ემი დიაზი შეხვდა ლუგარის ცენტრის, უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტისა (WRAIR) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) თანამშრომლებს, რათა გასცნობოდა მათ მნიშვნელოვან საქმიანობას საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფექციური დაავადებების მონიტორინგს როგორც საქართველოში, ისე რეგიონში. მათი საქმიანობა ხელს უწყობს საფრთხეების დროულად გამოვლენას და აშშ-ის მთავრობისა და მისი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ძალებისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმირებას, რაც თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება“, – ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს