ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 20

Uber-ი ლონდონში რობოტაქსის მგზავრებთან ერთად ტესტირებას პირველად დაიწყებს

Uber-ი ლონდონში რობოტაქსის მგზავრებთან ერთად ტესტირებას პირველად დაიწყებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ამერიკული კომპანია Uber-ი, ბრიტანულ სტარტაპ Wayve-თან ერთად, ლონდონში მგზავრების გადაყვანას უპილოტო რობოტაქსით პირველად დაიწყებს, - წერს The New York Times-ი. ტესტირების პირველ ეტაპში 15 ავტომობილი მიიღებს მონაწილეობას.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ამერიკული კომპანია Uber-ი, ბრიტანულ სტარტაპ Wayve-თან ერთად, ლონდონში მგზავრების გადაყვანას უპილოტო რობოტაქსით პირველად დაიწყებს, - წერს The New York Times-ი. ტესტირების პირველ ეტაპში 15 ავტომობილი მიიღებს მონაწილეობას.…

ამერიკული კომპანია Uber-ი, ბრიტანულ სტარტაპ Wayve-თან ერთად, ლონდონში მგზავრების გადაყვანას უპილოტო რობოტაქსით პირველად დაიწყებს, - წერს The New York Times-ი. ტესტირების პირველ ეტაპში 15 ავტომობილი მიიღებს მონაწილეობას. მათი გამოძახება ამ კვირიდან გახდება შესაძლებელი.

ჯერჯერობით ყველა რობოტაქსიში ​მძღოლი-ოპერატორი იმყოფება, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში მართვას საკუთარ თავზე აიღებს. თუ რომელიმე უპილოტო ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება, Uber-ის აპლიკაცია შეკვეთისას კლიენტს ჰკითხავს, სურს თუ არა ასეთი მანქანით სარგებლობა. უარის თქმის შემთხვევაში, მასთან ჩვეულებრივ, მძღოლიან ტაქსის გააგზავნიან.

Wayve-ის გენერალურმა დირექტორმა ალექს კენდალმა უარი თქვა იმ სავარაუდო ვადების დასახელებაზე, როდესაც ბრიტანეთის ხელისუფლება ლონდონის გზებზე ამ ტექნოლოგიის უფრო ფართო დანერგვის ნებართვას გასცემს. ანალიტიკოსების აზრით, რომელთაც გამოცემა ეყრდნობა, ეს 2027 ან 2028 წლამდე არ მოხდება.

NYT-ის ჟურნალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ დიდ ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს უპილოტო ტაქსების საკითხზე საკუთარი პოზიცია საჯაროდ ჯერ არ დაუფიქსირებია. მისი წინამორბედის, კირ სტარმერის დროს, მთავრობა ამ დარგს მხარს უჭერდა.

Uber-ი და Wayve-ი ერთადერთი კომპანიები არ არიან, რომლებიც ლონდონში რობოტაქსიზე მუშაობენ. მსგავს ტექნოლოგიებს ასევე ტესტავენ ამერიკული Waymo და ჩინური Baidu, Freenow-თან ერთად. თუმცა, ყველა ეს კომპანია უპილოტო ავტომობილების გამოცდას ჯერჯერობით მგზავრების გარეშე ახორციელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს