ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 56

ნინო მშვიდობაძე სკოლის ფორმებზე: პოლიესტერი არის ხელოვნური ბოჭკო, მაგრამ ის მხოლოდ პიჯაკის სარჩულის შემადგენლობაშია, ქვედაბოლო და შარვლის სარჩული კი 100% ბამბაა- სკოლებში მოსწავლეებს უნდა ეცვათ ფორმები და ეს ინდივიდუალობას არავის უკარგავს

ნინო მშვიდობაძე სკოლის ფორმებზე: პოლიესტერი არის ხელოვნური ბოჭკო, მაგრამ ის მხოლოდ პიჯაკის სარჩულის შემადგენლობაშია, ქვედაბოლო და შარვლის სარჩული კი 100% ბამბაა- სკოლებში მოსწავლეებს უნდა ეცვათ ფორმები და ეს ინდივიდუალობას არავის უკარგავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჟურნალისტი ნინო მშვიდობაძე სოციალურ ქსელში სკოლის ფორმებთან დაკავშირებით გავრცელებულ უკმაყოფილებას ეხმაურება და რამდენიმე ძირითად არგუმენტს გამოყოფს. მისი თქმით, მოსაზრება, თითქოს სკოლის ფორმა ბავშვს ინდივიდუალობას უკარგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჟურნალისტი ნინო მშვიდობაძე სოციალურ ქსელში სკოლის ფორმებთან დაკავშირებით გავრცელებულ უკმაყოფილებას ეხმაურება და რამდენიმე ძირითად არგუმენტს გამოყოფს. მისი თქმით, მოსაზრება, თითქოს სკოლის ფორმა ბავშვს ინდივიდუალობას უკარგ…

ჟურნალისტი ნინო მშვიდობაძე სოციალურ ქსელში სკოლის ფორმებთან დაკავშირებით გავრცელებულ უკმაყოფილებას ეხმაურება და რამდენიმე ძირითად არგუმენტს გამოყოფს.

მისი თქმით, მოსაზრება, თითქოს სკოლის ფორმა ბავშვს ინდივიდუალობას უკარგავს, მცდარია, რადგან ევროპისა და ამერიკის წამყვან სკოლებშიც უნიფორმა სავალდებულოა.

რაც შეეხება მის ხარისხზე გავრცელებულ შეფასებებს, მშვიდობაძე აღნიშნავს, რომ პოლიესტერი არის ხელოვნური ბოჭკო, რომელიც გამოიყენება მხოლოდ პიჯაკის სარჩულში, რადგან ის სწრაფად შრება, არ იჭმუჭნება და ინარჩუნებს ფორმას. ამასთან, წერს, რომ შარვლისა და ქვედაბოლოს სარჩული 100%-ით ბამბისაა.

მისივე თქმით, მწარმოებელ ქვეყანაზე პრეტენზია უსაფუძვლოა, რადგან მსოფლიო ბრენდების უმეტესობაც იქ იკერება.

„აქამდე ვდუმდი, ველოდებოდი, როდის ჩამოვიდოდა, რომ ჩემი თვალით მენახა.

მოდი, ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რომ სკოლაში (ნებისმიერ სკოლაში, საჯარო იქნება ეს, თუ კერძო) ფორმა აუცილებელია, თუ გვინდა სკოლა სკოლას და მოსწავლე მოსწავლეს ჰგავდეს.

საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობა დაკარგულები არიან?!

რაც შეეხება ხარისხს, ჯერ ერთი, პოლიესტერი კი არის ხელოვნური ბოჭკო, მაგრამ ის მხოლოდ პიჯაკის სარჩულის შემადგენლობაშია 100 პროცენტით და ჩააცვით პიჯაკის შიგნით ბამბის ქსოვილი შვილს, ასე თუ გაღიზიანებთ ხელოვნური ბოჭკო. რაც შეეხება ქვედაბოლოს და შარვლის სარჩულს, ის 100 პროცენტით ბამბაა.

დავუბრუნდეთ ისევ პოლიესტირს, რატომ მაინცადამაინც ის? იმიტომ, რომ მალე შრება და პიჯაკის შემთხვევაში ეს აუცილებელია; არ იჭმუჭნება და ინარჩუნებს ფორმას, ანუ სიმყარეს და არაა მოჩაჩული.

კომპლექტში შედის პიჯაკი, ქვედაბოლო და შარვალი გოგოს შემთხვევაში, ხოლო ვაჟებისთვის - პიჯაკი და ორი შარვალი და ღირებულება ჯამში 95 ლარი.

პრეტენზია იყო მწარმოებელ ქვეყანაზეც. არადა, ნათესავმა ნიუ იორკიდან საჩუქრები რომ ჩამოგვიტანა, ყველაფერს Made In China-ო, ეწერა, იქაც, იქაც ვიზუალურად კი, ვიზუალურად ძალიანაც რომ ლამაზია, როგორც გოგოს, ასევე - ბიჭის, განსაკუთრებით ჩვენი გერბი მომწონს.

მოკლედ, დამწუნებელთა საქმე უსაქმური კაცისა და მახათის ამბავს მაგონებს და მომკალით, თუ გინდა

დიახ, სკოლებში მოსწავლეებს უნდა ეცვათ ფორმები და ეს ინდივიდუალობას არავის უკარგავს. ვინმემ იკითხეთ, თქვენს შვილებს ბოლო მოდაზე ჩაცმულს რომ უშვებთ საჯარო სკოლაში, მის გვერდით სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვი თავს როგორ გრძნობს?!

ინდივიდუალიზმი კი ტანსაცმელზე რომ იყოს დამოკიდებული, დედამიწა თავის ღერძს ასცდებოდა.

პ.ს. მოვისმინე ისიც, არიქა, ფორმა დიდიაო; ზომა სტანდარტულია კლასების მიხედვით და თუ მაინც დიდი მოუვიდა ბავშვს, გადააკეთოთ შეგიძლიათ“, - წერს ნინო მშვიდობაძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს